LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება ძველით ახალ წელს – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

763
ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„14 და 15 იანვარს ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დაბლობში და ბარში ნალექი უკვე თოვლის სახით მოვა, მთასა და მაღალ მთაში კი ძლიერი, მდგრადი თოვლი დაფარავს გზებს.

რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, აღნიშნულ პერიოდში (14-15 იანვარი) ცივი ამინდი და თოვლჭყაპი იქნება.

ხარისხიანი თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელია, მაგრამ ფანტელები მაინც დაგვატკბობენ სარკმლებიდან – როგორც ბავშვობის ზღაპარში, როცა გარეთ ცივა, მაგრამ შინ სითბოა. მთებში მოსალოდნელი ძლიერი თოვლის გამო, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • იმგზავრეთ მხოლოდ ზამთრის საბურავებით
  • შეასრულეთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქარბუქის დროს გამოიყენება
  • გადაადგილებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“,- წერს ფარტენაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g