LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი არ უნდა იყოს მამაკაცი პირველ პაემანზე

19

გაცნობების ერთ-ერთმა უდიდესმა საიტმა Match.com, რომელიც 20 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს, გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და იქცეოდეს მამაკაცი პირველ პაემანზე. გამოკითხვაში მონაწილე ადამიანები ყველაზე ხშირად 5 შემთხვევას ასახელებენ…

 

 

ნუ მიაშტერდებით მობილურს

მამაკაცი, რომელიც ჩაციკლულია სმარტფონის ეკრანზე, აშინებს პოტენციური პარტნიორების 75%. ქალბატონები ასეთ მამაკაცს წარუმატებელს უწოდებენ, რომელიც დარდის გაქარწყლებას ვიდეოთამაშებითა და სოც-ქსელების მეშვეობით ცდილობს. თუ გსურთ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თავი მოაწონოთ, პირველ რიგში მობილურის გათიშვა არ დაგავიწყდეთ.

 

არ ისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებთან

ის თუ როგორი ხარ მეგობრებთან, ქალბატონს პირველ პაემანზე ნაკლებად აინტერესებს. შესაბამისად, მოგიწევთ ჯენტლმენის როლი ითამაშოთ. ქალბატონებისთვის პირველი პაემანი ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მათ სწორედ ისეთი ამახსოვრდებით, როგორიც პირველი შეხვედრისას გნახეს…

 

არ უყუროთ თვალებში

ქალბატონების 84% მამაკაცებში თავდაჯერებულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი თქვენი თვითშეფასების კოეფიციენტს სწორედ თქვენი თვალების მეშვეობით ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ საიდუმლო საიდუმლოდ, რაშიც თქვენს მიერ დამალული თვალები დაგეხმარებათ.

 

მოუწესრიგებელი კბილები

მოდით თავი დავანებოთ იმას, რომ პირის ღრუში არსებული უწესრიგობა და ცუდი კბილები სულაც არ არის ესთეტიური. ასეთი ტიპის მამაკაცთან შეხვედრისას ქალბატონები ფიქრობენ, რომ მამაკაცს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, რაც სავარაუდოდ ურთიერთობის დაწყებასა თუ შემდგომ განვითარებაში, აუცილებლად დიდ პრობლემებს შეგიქმნით.

 

ჩაცმულობა

10-დან 7 ქალბატონი აუცილებლად დიდი ყურადღებას უთმობს მამაკაცის ჩაცმულობას. მანამ სანამ საუბარს დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ჩაცმულობა ბევრს ამბობს თქვენზე. ამიტომ, ეცადეთ პირველი შეხვედრისას და საერთოდაც, ეფექტურად, მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. ეს გაზრდის თქვენს პოპულარიზაციასაც და თვითდაჯერებულობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები