BMW–ს მიუნხენის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში Rolls-Royce–ის ელექტროქარის პროტოტიპი დატესტეს. ცდების შემდეგ ბრიტანულმა ბრენდმა გადაწყვიტა, რომ მისი პირველი „მწვანე“ ავტომობილი სახელად – Silent Shadow პერსონალურ პლატფორმაზე ააგოს.
სატესტო Phantom–ს ჯერ–ჯერობით ტრანსმისიის გამოსაცდელად გამოიყენებენ. დაუზუსტებელი ცნობებით, აგრეგატებისა და სისტემების დიდი ნაწილი Silent Shadow–მ BMW iX–ისგან ისესხა, თუმცა Rolls-Royce–ის ელექტროქარი თავის არქიტექტურას მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მწვანე“ Rolls-Royce–ის მახასიათებლები ჯერ–ჯერობით საიდუმლოს წარმოადგენს. გავრცელებული ჭორებით Rolls-Royce ელექტროქარის ორ ვერსიაზე მუშაობს. აკუმულატორის გამძლეობა 100 კილოვატ საათია, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს რომ ერთი დამუხტვით 500 კილომეტრი მაინც გაიაროს. ეს მაშინ, როცა მისი მასა დაახლოებით 3 ტონამდე იქნება.
Silent Shadow–ს სავარაუდოდ, Rolls-Royce–ის გუდვუდის ქარხანაში ააწყობენ და ის ბაზარზე 2025 წლამდე გამოვა.

