LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იყი მარიხუანას ლეგალიზების პირველი დღე კანადაში [ფოტო-ვიდეო]

155

გუშინ კანადაში პირველად, მარიხუანა ლეგალურად გაიყიდა. გაყიდვები შუაღამეს დაიწყო, ამის მიუხედავად, coffee shop-ებთან რიგში ათასობით ადამიანი იყო. მათ მარიხუანა პირველივე ღამეს შეიძინეს.

რიგში იდგნენ, როგორც ახალგაზრდები ასევე, ხანშიშესული კანადელები. ნაწილმა მარიხუანა მაღაზიიდან გამოსვლისთანავე “დააგემოვნა”.

“საოცარი გრძნობაა, აღელვებული ვარ. არ მგონია ასეთ განწყობაზე ოდესმე ვყოფილიყავი, როგორზეც დღეს ვარ,” – განაცხადა მამაკაცმა, რომელმაც მარიხუანა ლეგალურად პირველად შეიძინა, მისივე თქმით, როგორც იქნა დაინგრა ის სტიგმა, რომელიც მარიხუანას მომხმარებლების ირგვლივ არსებობდა.

მყიდველებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს ალკოჰოლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიცაა.

 

მრავალფეროვანია, როგორც კანაფის პროდუქტების არჩევანი, ასევე მაღაზიები. ქალაქ კამპლუპსში არსებული coffee shop აფთიაქის ან ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიას ჰგავს.

მაღაზიებთან ნახავდით ასეთი “აღჭურვილობით” მისულ ახალგაზრდებს.

ან coffee shop-ებთან მისულ ოჯახებს, ბავშვებით…

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველ თვეებში, ქვეყანაში პროდუქტის ნაკლებობა იქნება, თუმცა გრძელვადიან მომავალში, მარიხუანას მოხმარების შემცირებას პროგნოზირებენ.

კანადაში ნარკოტიკის ლეგალურად შეძენისთვის უდიდესი ბაზარია. კანადის პრემიერი დუგ ფორდი ამბობს, რომ პოლიციელები ამ ცვლილებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ და ისინი ახალი რეალობისთვის მზად არიან.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g