LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ხელთათმანი, ქუდი და კაშნე უნდა შევიძინოთ 2016 წელს?

341

ხელთათმანი, ქუდი და კაშნე ცივი ზამთრის აუცილებელი აქსესუარებია. წელს დიზაინერებმა აქცენტი არა კომფორტულობაზე, არამედ ვიზუალზეც გააკეთეს. მოდით შევაფასოთ 2015-2016 წლის საუკეთესო მოდელები და მოვემზადოთ ზამთრისთვის. გვიანი შემოდგომისა და ზამთრის დასაწყისისთვის დიზაინერები გვირჩევენ აქცენტი შალის ქუდებზე (შლიაპებზე) გავაკეთოთ. ისინი ძალიან უხდება ნაბადსა და ქურქებს. მთავარი აქცენტი აქ ფერზე კეთება. დაივიწყეთ მოსაწყენი შავი ვარიანტი და შეიძინეთ ლურჯი, ცისფერი, ბორდოსფერი ან ნაცრისფერი ქუდები. სეზონის მთავარი ტრენდი კვლავ ნაქსოვი ქუდებია. ის შეიძლება იყოს ქაშმირისგან და შალისაგნ და ნაქსოვი სხვადასხვა ნაქარგებით . კვლავ დაბრუნდა მოდაში ე.წ პონპონი. სხვათაშორის დეკორატიული ელემენტების სახით დიზაინერები იყენებენ სხვადსახვა აპლიკაციებს, წარწერებს, დეკორატიულ ბროშებსა და ვუალს. მაგალად ძალიან ორიგინალურია Anna Jollini -ს ქუდი, რომელიც Swarovski-ს კრისტალებითაა მორთული. ასევე არის ვარიანტები ბეწვის ვარიაციით.

რაც შეეხება კაშნეს, სეზონის მთავარი must have არის გრძელი შარფი, რომელიც რამდენჯერმე შეიძლება შემოიხვიო ყელზე. დიზაინერები აქცენტს აკეთებენ ნაცრისფერ, ბორდოსფერ და მწვანე ფერებზე. ასევე საკმაოდ აქტუალურია კუბოკრული შარფები ინგლისურ სტილში და ასევე ე.წ შარფი-საყელო. სეზონის ჰიტად ითვლება ბეწვის შარფები, რომელიც უფრო საყელოს მოგაგონებთ და ის ძალიან უხდება ნაბადსაც და თბილ ჟაკეტსაც.

ბუნებრივია ცივი ზამთრის დღეებში ფონს ვერ გახვალთ ხელთათმანების გარეშე, დიზიანერთა კოლექციებში წელს ყველაზ მეტია შალისა და ტყავის ფაქტურა. კომბინირებული ხელთათმანები შექმნეს მოდელიორებმა ავტომობილის მძღოლებისთვის, ესაა ხელთათმანი, რომელიც ტყავის, ქაშმირისა და ნაქსოივი ფაქტურისგან არის შეკერილი. აქაც დიდი ადგილი უკავია ბეწვს და ასეთი ხელთათმანები სხვადასხვა ფერთა გამაშია წარმოდგენილი.

      

      

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g