LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი შეიძლება იყოს 2017 წლის Nissan GT-R?

46

ფორუმზე სახელწოდებით GTRLife რამდენიმე საათის წინ სუპერქარის Nissan GT-R ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა. თუ ფოტოს ავტორს დავუჯერებთ, 2017 წლის მოდელის წინა ცხვირი Lexus LFA-ს გავს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ კარგად დავაკვირდებით ავტომობილი უფრო აგრესიულად გამოიყურება ვიდრე მისი წინამორბედები.

ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი მინიმალური ცვლილებებით წარსდგება მომხმარებლების წინაშე. ცვლილებები შეეხება განათების სისტემასა და ფარებს, აგრეთვე დიფუზორებსა და წინა ტუჩს.

ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის ძრავი იქნება ავტომობილში მოთავსებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ავტომობილი 3.8 ლიტრიანი V6 ტიპის ძრავით წარსდგება, რომელის სიმძლავრეც 545 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, 2017 წლის Nissan GT-R-ს Nismo-ს ლოგოც დაამშვენებს, თუმცა, რა ტექნიკურ და ვიზუალურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები