LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს, რატომ წარმოადგენს ის შფოთვის საგანს და პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ? – პროფესორი, ეკატერინე ხარხელი მიზეზებსა და გამოსავალზე

469
ეკატერინე ხარხელი

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს? – მედიცინის დოქტორის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის განმარტებით, პირველ რიგში, თუ გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული წნევა უნდა დავირეგულიროთ.

როგორც ცნობილმა ექიმმა ნატა ხარაშვილის გადაცემაში, „სტუმრად ექიმთან“ განმარტა, ასეთ დროს უმჯობესია პაციენტს თავი მაღალზე ჰქონდეს:

თავბრუსხვევა, ტრიალისა და ვარდნის შეგრძნება – პროფესორი ეკა ხარხელი მიზეზებსა და გამოსავალზე

რა არის თავბრუსხვევა და რა ითვლება თავბრუსხვევის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად, როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს, როგორ ამოვიცნოთ ვესტიბულური შაკიკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა – ეკატერინე ხარხელმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რა არის თავბრუსხვევა და რატომ წარმოადგენს ის შფოთვის საგანს? პირველ რიგში, […]

„პირველ რიგში, თუ გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული წნევა უნდა დავირეგულიროთ. თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს, ვიზომავთ გლუკოზას სისხლში. ვითვალისწინებთ იმას, თუ რა საკვები მივიღეთ, კვებითი ინტოქსიკაცია ხომ არ გვაქვს. პაციენტებს ვურჩევთ, რომ აღნიშნული პრობლემის დროს ნაკლებად ამოძრაონ თავი, ნუ გადატრიალდებიან მარჯვნივ, მარცხნივ, ნუ წამოდგებიან პირდაპირ გულაღმა მდგომარეობიდან, მით უმეტეს, თუ კრისტალების გადანაცვლებასთან გვაქვს საქმე. ცალკეულ შემთხვევებში, ექიმი რომც არ ჩაერიოს, შეიძლება, თვითგანკურნებაც მოხდეს, ანუ კრისტალები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. ხშირად თავის უმოძრაობა მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, უმჯობესია პაციენტს თავი მაღალზე ჰქონდეს“, – განაცხადა ხარხელმა.

კითხვაზე: „თავბრუსხვევის დროს, თუ ჩვენ არ ვიცით, მისი გამომწვევი მიზეზი და ვერ ვახდენთ დიფერენცირებას, პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ?“ სპეციალისტი პასუხობს:

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს? – ეკა ხარხელის რეკომენდაცია

როცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, სათანადო ზომებს მივმართავთ

„პაციენტებმა, ვისაც აქვთ იზოლირებული თავბრუსხვევა ან მასთან ასოცირებული ჩივილები, კერძოდ, ყურების დაგუბება, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, აუცილებლად უნდა მიმართონ აუდიოლოგს და ნეიროოტოლოგს. თუ არის ასოცირებული ნევროტულობა, შფოთვა, დისაუტონომია, მწვავე ან ქრონიკული ნევროლოგიური ჩივილები, აუცილებლად უნდა მიმართონ სათანადო დარგის სპეციალისტებს: ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს და ა.შ.“ – განმარტა სპეციალისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g