LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ – რას ამბობს ნატა გაგუა

793
ნატა გაგუა

„ღამით შოკოლადი რომ გინდება, შენი ბრალი არ არის!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

5 პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვით გამოწვეული კვებითი ეპიზოდების მართვაში

„შეწყვიტე კალორიების თვლა!“ – რა გვაკლებინებს წონაში, ნატა გაგუა გვაფრთხილებს

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

გაგუა ამბობს, რომ მითია, თითქოს ღამით ჭამა „ასუქებს“. სპეციალისტი მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ წონაში მატების მიზეზი, ბევრად უფრო ბიოლოგიური და მარტივია:

🍫 ღამით შოკოლადი რომ გინდება, შენი ბრალი არ არის!

დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ ან შენ არ გაქვს „ნებისყოფა“. მიზეზი ბევრად უფრო ბიოლოგიური და მარტივია: შენ გადაღლილი ხარ.

ფაქტი:

ძილის ნაკლებობა 28%-ით ზრდის შიმშილის ჰორმონს (გრელინს) და 18%-ით ამცირებს დანაყრების ჰორმონს (ლეპტინს).

შენი ორგანიზმი კი არ „ცელქობს“, ის ენერგიას ითხოვს გადასარჩენად! ამიტომ გინდება სწრაფი ენერგია — შოკოლადი და არა სალათის ფურცელი.

პირველი ნაბიჯი წონის კლებისკენ?

❌ არა მკაცრი დიეტა.

✅ 8 საათი ხარისხიანი ძილი.

დაიძინე და მიეცი სხეულს უფლება, თავად დაარეგულიროს ჰორმონები.

😴 გულწრფელად, რამდენი საათი გეძინა წუხელ?“ – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.

🍫 ღამით შოკოლადი რომ გინდება, შენი ბრალი არ არის! დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ ან შენ არ გაქვს „ნებისყოფა“….

Posted by Nata Gagua on ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები