რაც უფრო ახლოვდება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი, პატარძლის მიმართ ყურადღება სულ უფრო მძაფრდება. გუშინ, წყვილი ლონდონში სამეფო საავიაციო საზოგადოების წვეულებას დაესწრო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის ინიციატივით მოეწყო. შეხვედრის თემა თანამედროვე სამყაროში ქალთა უფლებები და თანასწორუფლებიანობა იყო.
მიღებისთვის მეგანმა Black Halo-ს შავი კაბა შეარჩია, რომელიც მის სხეულზე იდეალურად გამოიყურებოდა. კაბის ამ მოდელს სპეციალურად ჟაკლინ კენედის საპატივსაცემოდ Jackie O ჰქვია და ის 375 დოლარი ღირს. ვიზუალს მეგანმა Gucci-ს ხელჩანთა და Aquazzura-ს ბარხატით გაწყობილი ფეხსაცმელი მოუხდინა.
პრინცის საცოლე ნამდვილად ეფექტურად გამოიყურებოდა და ეს ჰარის რეაქციებზეც ნათლად ჩანდა.