LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია სალომე ღვინიაშვილის „რომაული არდადეგები“

234
BeFunky-collage123412 3 4sdf (45)

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში იტალიიდან, კერძოდ კი რომიდან, შთამბეჭდავ კადრებს უზიარებს გამომწერებს.

„როცა რომში ხარ“ — წერს სალომე ინსტაგრამზე.

ფოტოებსა და ვიდეოებში ნათლად ჩანს, რომ მოდელი „რომაული არდადეგებით“ სრულად ტკბება და ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობს. რომის ისტორიულ ქუჩებში სეირნობს და დროს საინტერესოდ ატარებს.

რომის ტრადიციის ერთგული დარჩა სალომე ღვინიაშვილიც – ტრევის შადრევანთან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აგდებს ფულს და სურვილს ჩაიფიქრებს, რიტუალს, რომელსაც რომში ჩასული ვიზიტორები ქალაქში დაბრუნების იმედით ასრულებენ.

ღვინიაშვილის რომაული მოგზაურობის კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გამომწერები მას სასიამოვნო დასვენებას უსურვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g