LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია თამარ ბაჩალეიშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

157
671A2F60-95AB-404D-8CD2-C731443CA68B-w1200-r1

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებებია აღმოჩენილი.

მედიკამენტების ოდენობა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას რამდენიმე ასეულით აღემატება.

ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების რაოდენობა იდენტურია.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამ ტიპის მედიკამენტებს 17 ივლისს, “გუგლის” საძიებო სისტემით ეძებდა. იმავე დღეს კი, მან ეს პრეპარატები ხუთ სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ოჯახის ადვოკატს,მიხეილ რამიშვილის განცხადებით გამოძიებამ  ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე აპელირება წამლებზე გააკეთა, მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ გოგონა  გასახდომ ჩაისაც ყიდულობს, რაც მას კითხვის ნიშნებს და ეჭვებს უჩენს გამოძიების მიმართ.

“რაში სჭირდებოდა თამარს გასახდომი საშუალებები,თუკი თვითმვლელობას გეგმავდა”-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g