LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როინ ქოჩორაშვილი: „სჯობს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხოთ, სად მიიღო „ქოჩორას“ მაისური… რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო მენეჯერი დაბალი IQ -ს მქონე ჰყავთ“

434
როინ ქოჩორაშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, როინ ქოჩორაშვილი გადაცემას „რეაქცია“ სტუმრობდა, სადაც წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგია შეაფასა.

როგორც ქოჩორაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, „თავისი ცხოვრების წესით, პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელე, მოქალაქეებისთვის მაგალითი უნდა იყოს“:

გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას რეპლიკას: „ვისაც ვესაუბრები, ყველა ხედავს, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც 2012-ში ელოდნენ. იმ დღეს ნოდარ მელაძის „შაბათი“ ჩავრთე და ვხედავ, პრემიერ- მინისტრისთვის ახალი მანქანა უყიდიათ ბიუჯეტიდან მილიონ ორასიათასად ღირებული“, როინ ქოჩორაშვილმა ასე უპასუხა:

„ამ დალოცვილებს, თუ უნდათ კარგი მანქანებით სიარული და კარგი ცხოვრება, ბიუჯეტის ხარჯზე რომ არ გააკეთონ, ნიჭი არ ყოფნით? ამ IQ-ებზე როა საუბარი, ვის დაბალი აქვს და ვის მაღალი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ვისაც IQ მაღალი აქვს, არ უნდა სჭირდებოდეთ, რომ ბიუჯეტის საშუალებით მილიონიანი მანქანები იყიდონ და იარონ.

კახა კალაძე ჟურნალისტებს: „როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რატო გიკვირთ?“

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ასეთ გაღატაკებულ ქვეყანაში რომ მილიონიან და მილიონნახევრიან მანქანას ბიუჯეტიდან იყიდი… ეს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესმენს, იმიტომ, რომ შრომობს. სპორტსმენს – იმიტომ რომ შრომას დებს და ოფლს ღვრის…

სახელმწიფო მოხელე მაგალითი უნდა იყოს. საარჩევნო მენეჯერი ჰყავთ დაბალი IQ -ს მქონე – მინდა ხაზი გავუსვა. ისეთ საარჩევნო კამპანიას ატარებენ… IQ-ზე რომ იყო საუბარი, ძალიან დაბალი IQ აქვს. სამ კვირაში თუ რამეს მოასწრებენ, რა ვიცი… აგერ ვართ ჩვენ“, – განაცხადა როინ ქოჩორაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ გიორგი ქოჩორაშვილის მამას პრემიერ-მინისტრის განცხადებაც შეახსენა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრისგან, გიორგი ქოჩორაშვილისგან საჩუქრად მაისური მიიღო.

აღნიშნულზე როინ ქოჩორაშვილმა განაცხადა:

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება“

„სჯობს, ისევ ირაკლი კობახიძეს ჩაეკითხოთ, რა მდგომარეობაში მიიღო და სად მიიღო „ქოჩორას“ მაისური საჩუქრად. კარგია, რომ მიიღო საჩუქარი, პრემიერია ქვეყნის და გიორგი კიდევ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. სჯობს კობახიძისგან გაიგოთ, ჩვენ წერტილი დავსვათ და კობახიძეს ჰკითხეთ“. – თქვა როინ ქოჩორაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g