LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როიტერი: ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც პუტინისა და ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს

210
lavrovi putrino

ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმiრ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ წინ მივიწევთ როგორც შეგვიძლია სწრაფად“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, ბევრად მეტ რუს ოლიგარქს დაუწესდეს.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვლaდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უფრო სწრაფი და მკაცრი ზომებისკენ მიღებისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბრიუსელში დღეს საღამოს, რათა განიხილონ სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სამიტზე გვიან ღამით შეათანხმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები