LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს – ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში! – სამნიძე

197
ხათუნა სამნიძე

„ქართული ოცნებისთვის” ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს – ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან საშიში!“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ასევე აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან გამოეცალკევებინა.

„როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? – არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“ – ბექა დავითულიანი

სამნიძის თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათოა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტის შეჩერებით, გვაჩვენებს, რომ არ აპირებს გვერდით დაუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

„ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან“

ბიუჯეტის სერიოზული ნაწილი დასავლურ დახმარებებზეა დამოკიდებული და ასეთ ვითარებაში ხელისუფლება პარტნიორებს არ უნდა ესხმოდეს თავს.

როდესაც ხელისუფლება ღია ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ბუნებრივია, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს.

პაველ ჰ ერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიასა და ოპოზიციას. ამ ვითარებაში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყანას გვერდით უდგანან, არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები