LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როჯერ უოტერსმა „ფეისბუკს“ Pink Floyd-ის ჰიტის გამოყენება აუკრძალა

238
page
სოციალური ქსელის, „ფეისბუკის“ შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი სკანდალში გაეხვია. საქმე ისაა, რომ მას სურდა  ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ის ცნობილი ჰიტის, Another Brick in the Wall, Part 2 „ინსტაგრამის“ რეკლამაში გამოეყენებინა, თუმცა აღნიშნული ქმედება ჯგუფის ყოფილმა წევრმა, როჯერ უოტერსმა გააპროტესტა.
„დილით შეტყობინება მივიღე, რომელშიც საავტორო უფლებას მთხოვდნენ, რათა ჩემი დაწერილი სიმღერის, Another Brick in the Wall მეორე ნაწილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ სარეკლამო ვიდეოში გამოეყენებინათ. ცუკერბერგმა სანაცვლოდ დიდი თანხაც შემომთავაზა. მე კი ახლა ვპასუხობ,  – მარკ, შანსი არ გაქვს. მათი მზაკვრული მიზანია, ყველა და ყველაფერი გააკონტროლონ“, – აცხადებს უოტერსი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Roger Waters (@rogerwaters)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები