LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

avalanche

ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალზე, როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც 12 ადამიანი ჩაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა, რომლებმაც ისინი გადაარჩინეს და უახლოეს დასახლებულ პუნქტში მიიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე როკის გვირაბთან თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები