LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკო რიჩის დებიუტი Adidas Originals-ის რეკლამაში შედგა (ფოტო)

174

16 წლის როკო რიჩი იმ ცნობილი ადამიანების შვილების რიგებში მოხვდა, რომლებიც ძალებს მოდის ინდუსტრიაში ცდიან. მადონას ვაჟიშვილმა Adidas Originals-ისთვის „ალექსანდრ ვანგის“ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო.

დიზაინერის „ინსტაგრამზე“ უკვე გამოჩნდა პირველი კადრები გადაღებიდან, სადაც როკო რეკლამას ქუჩის ყოველდღიურ სტილს უწევს, კოლექცია კი გაყიდვაში 1 აპრილიდან გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე თვის წინ, როკო ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. მანამდე, მადონასთან მომხდარი უთანხმოების გამო მან საჯაროდ განაცხადა, რომ დედასთან ცხოვრება აღარ სურს და საცხოვრებლად ლონდონში მამასთან, გაი რიჩთან გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები