LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როლისთვის გაღებული მსხვერპლი – ჰოლივუდის ვარსკვლავების დაუჯერებელი ტრანსფორმაციები

698
actressactorstransformation

მსხვერპლს არა მხოლოდ სილამაზე, არამედ წარმატებაც მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს საუკეთესო დიზაინერები და ვიზაჟისტები ემსახურებიან და ფილმების მწარმოებელთა განკარგულებაში სპეც-ეფექტების მდიდარი არსენალია, ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი როლზე მუშაობას ძალიან სერიოზულად უდგება და ცდილობს, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს. ხდება ისეც, რომ მსახიობებს როლის გამო მკაცრ დიეტაზე ყოფნა და წონის მკვეთრად მომატება ან დაკლება უწევთ.

წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ვარსკვლავების დაუჯერებელ ტრანსფორმაციებს, რომელთა მიზეზებიც მათ ფილმოგრაფიებში გამორჩეული როლები იყო:

კრისტიან ბეილი

ბეილი ტრანსფორმაციების ნამდვილი გურუა. 2004 წელს ,,მექანიკოსში” შესრულებული უძილობით დატანჯული ტრევორ რეზნიკის როლისათვის მსახიობმა 30 კგ დაიკლო. ფილმის გადაღებისას მისი წონა 55 კგ-ს შეადგენდა. იმ ფილმებს შორის, რომელთა გამოც ბეილმა წონა საგრძნობლად დაიკლო, არის ,,მებრძოლიც”. ამჯერად მსახიობს მხოლოდ 14 კგ-ის დაკლება დასჭირდა. თუმცა ბეილს მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში მხოლოდ წონაში დაკლება არ უწევდა. მან დაახლოებით 20-20 კგ მოიმატა ფილმებში ,,ამერიკული აფიორა” / American Hustle და ,,ვიცე”/ Vice შესრულებული ირვინგ როზენფელდის და დიკ ჩეინის როლებისათვის. ბუნებრივია შუალედებში ვარსკვლავს ფორმაში დაბრუნებაც უხდებოდა. მან კრისტოფერ ნოლანის ,,ბნელი რაინდის” ტრილოგიაში ბრიუს უეინის / ბეტმენის როლისათვის შესაშური ფიზიკური ფორმა დაიბრუნა.

ჯარედ ლეტო

ვიდრე ,,დალასის შემსყიდველთა კლუბში” შესრულებული როლისათვის 23 კილოგრამს დაიკლებდა. ლეტომ 27 კგ მოიმატა, რათა ,,27-ე თავში” / Chapter 27 ფსიქიურად დაავადებული მკვლელის როლი დამაჯერებლად შეესრულებინა.

შარლიზ ტერონი

შარლიზმა ფილმისათვის ,,მონსტრი” სრული ტრანსფორმაცია განიცადა. სერიული მკვლელი მეძავის, ეილინ უორნოსის როლისათვის ვარსკვლავმა 15 კგ მოიმატა. ტერონმა 2004 წელს ამ როლისათვის “ოსკარი” მიიღო, თუმცა ეს მისი ერთადერთი ტრანსფორმაცია არ ყოფილა. 2018 წლის ფილმისათვის”Tully” ტერონმა კიდევ ერთხელ მოიმატა წონაში საგრძნობლად, ფილმისათვის ,,შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” კი შესანიშნავი ოქროსფერი თმა გადაიპარსა.

მეტ დეიმონი

წამალდამოკიდებული ვეტერანის როლისათვის ფილმში ,,სიმამაცე ბრძოლაში” / Courage Under Fire მსხვერპლის გაღება მეტ დეიმონსაც მოუწია.მან როლისათვის 18 კგ დაიკლო, გადაღებების შემდეგ კი ექიმების დახმარება დასჭირდა კონდიციების აღსადგენად.

ნატალი პორტმანი და მილა კუნისი

ისედაც მინიატურული აღნაგობის მქონე ვარსკვლავებმა ოსკაროსან ფილმ “შავ გედში”/ Black Swan შესრულებული ბალერინების როლებისათვის 10-10 კგ დაიკლეს და დღეში რამოდენიმე საათს ვარჯიშობდნენ.

მეთიუ მაკკონაჰი

იმისათვის, რათა უფრო დამაჯერებლად შეესრულებინა შიდსით დაავადებული მომაკვდავი კაცის როლი, მეთიუ მაკკონაჰიმ 6 თვეში 21 კგ დაიკლო ფილმისათვის ,,დალასის შემსყიდველთა კლუბი” / Dallas Buyers Club.

რენე ზელვეგერი

,,ბრიჯიტ ჯონსის დღიურში” შესრულებული როლისათვის რენე ზელვეგერმა 15 კგ მოიმატა და ცდილობდა, რაცშეიძლება ნაკლებად ფიზიკურად აქტიური ყოფილიყო. ფილმის მთავარი გმირი ბრიჯიტ ჯონსი ხომ პუტკუნა ახალგაზრდა ქალია, რომელსაც წონასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებს.

ჯორჯ კლუნი

ვარსკვლავს 30 დღეში 15კგ-ის მომატება მოუწია, რათა ,,სირიანაში” / Syriana CIA-ს აგენტის როლი შეესრულებინა. კლუნის ამ როლმა “ოსკარი”მოუტანა. მსახიობი დღემდე აღნიშნავს, რომ მაშინ დღეში უამრავ სპაგეტის და პასტის სხვადასხვა სახეობას მიირთმევდა, რათა ორ დღეში ერთი კგ მოემატებინა.

ტომ ჰენქსი

ფილმისათვის ,,გარიყული” / Cast Away მზადების პროცესში ტომ ჰენქსი ყველაფერს ჭამდა და არ ვარჯიშობდა, რათა მაყურებელზე საშუალოსტატისტიკური, ფორმიდან ამოვარდნილი შუახნის მამაკაცის შთაბეჭდილება მოეხდინა. შემდეგ კი ფილმის გადაღება ერთი წლით გადაიდო, რათა მსახიობს საშუალება ჰქონოდა 23 კგ დაეკლო და უკვე უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი იგივე პერსონაჟი განესახიერებინა.

რასელ ქროუ

ყველასთვის საყვარელმა ,,გლადიატორმა” 2008 წლის ფილმში “სიცრუის ერთობლიობა” /Body of Lies შესრულებული CIA-ს აგენტის როლისათვის 30კგ მოიმატა. ქროუს თქმით, როლისათვის მზადების პროცესში იგი ყველაფერს ჭამდა, რაც ხელში მოხვდებოდა.

ჰილარი სუონკი

სუონკმა კლინტ ისტვუდის ფილმში ,,გოგონა მილიონ დოლარად” / Million Dollar Baby შესრულებული მოკრივე მეგის როლისათვის 10 კგ კუნთოვანი მასა მოიმატა. სუონკი ფილმისათვის მზადების პროცესში სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებდა, რათა ფიზიკურად მოკრივეს დამსგავსებოდა. მან ამ როლისათვის მეორე “ოსკარი” დაიმსახურა.

ჯეიკ ჯილენჰოლი

მას შემდეგ, რაც ფილმისათვის ,,სტრინგერი” / Nightcrawler დაახლოებით 15 კგ დაიკლო, ჯილენჰოლს მალევე მოუწია 20 კგ კუნთოვანი მასის მომატება. მან პროფესიონალი მოკრივის როლი მიიღო ფილმში “ცაცია” / southpaw. როლისათვის მზადების პროცესში ჯილენჰოლი 6 თვე საათებს ატარებდა სპორტდარბაზში და ფიტნეს-ინსტრუქტორის დახმარებით პროფესიონალი მოკრივეებისათვის გათვალისწინებულ ვარჯიშებს ასრულებდა.

ტომ ჰარდი

იმისათვის, რათა ბრიტანელი პატიმრის, ჩარლზ ბრონსონის როლი დამაჯერებლად შეესრულებინა ფილმში “ბრონსონი”, ტომ ჰარდიმ თითქმის 20 კგ კუნთოვანი მასა მოიმატა. შესაბამისი ფიზიკური კონდიციების მისაღწევად ჰარდის ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი წევრი ავარჯიშებდა. მსახიობს დღის განმავლობაში უამრავი საჭმლის მიღება უწევდა.

კრის პრატი

მსახიობს წონასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, როდესაც ,,მარველ სტუდიოდან” დაურეკეს და ,,გალაქტიკის მცველებში” პიტერ ქუილის როლი შესთავაზეს. თუმცა მას ამისათვის აუცილებლად უნდა დაეკლო წონაში და შესაბამის ფორმაში ყოფილიყო. პრატი დასთანხმდა და არც უნანია. საერთო ჯამში მსახიობმა პიტერ ქუილის როლისათვის 27 კგ დაიკლო და თვეების განმავლობაში ვარჯიშობდა იმისათვის, რომ მუცელზე სანატრელი კუბიკები დაენახა,

50 Cent

ფილმში All Things Fall Apart ამერიკელმა რეპერმა სიმსივნით დაავადებული ამერიკული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის როლი შეასრულა. მან თითქმის 30 კგდაიკლო აღნიშნული როლისათვის, გარდა მაისა, დღეში 3 საათს დარბოდა, მისი დიეტა კი მთლიანად სითხეებისაგან შედგებოდა.

ენი ჰეთეუეი

Les Miserables -ში შესრულებული შიმშილით გატანჯული მეძავის როლის გამო ისედაც გამხდარმა მსახიობმა კიდევ 12 კგ დაიკლო. ჰეთეუეის თქმით, გადაღებებისას ხშირად შიშობდა, რომ გული წაუვიდოდა სისუსტისაგან.

magti 5g