LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-ის მეორე ელექტროქარი 2025 წლიდან გამოჩნდება

105
Rolls-Royce-ის მეორე ელექტროქარი 2025 წლიდან გამოჩნდება

Rolls-Royce-მა მეორე ელექტროქარი დააანონსა. უკვე დამდგარ 2025 წელს კიდევ ერთ „მწვანე“ მოდელს წარადგენენ და მწარმოებელს დიდი იმედი აქვს, რომ სიახლე კუპე Spectre-ის წარმატებას გაიზიარებს. ეს უკანასკნელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თავად Rolls-Royce-თვისაც მოულოდნელი იყო.

ბრენდი გუდვუდის ქარხნის მოდერნიზებასა და გაფართოებას 300 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოახმარს და თანხის ნაწილი განსაკუთრებული კლიენტების სურვილების ასრულებასაც მოხმარდება.

გუდვუდის გახსნის დღიდან დღემდე, ანუ 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა. სიახლე Rolls-Royce-ს საშუალებას მისცემს, რომ სერიულ ხაზს მეორე ელექტრომობილი დაუმატოს, მოდელი რომელიც დღის შუქს 2025 წლიდან იხილავს. ამჟამად ქარხანაში 2,5 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და ისინი დღეში 28 ავტომობილს აწყობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები