LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce სულ მალე მფრინავ ტაქსს გამოუშვებს

93

Rolls-Royce სულ მალე მფრინავ ტაქსს გამოუშვებს. უჩვეულო კონცეპტის იდეა კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა და ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სატრანსპორტო საშუალება ჰიბრიდი იქნება. პროექტის დიზაინი ჯერ-ჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ის შესაძლოა პირადი გამოყენებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თუ საომარი მოქმედებებისთვის იყო ადაპტირებული. როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, კონცეპტი არსებულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიქმნა და მასში არაფერი უჩვეულო და მოულოდნელი არ არის გამოყენებული. პირველი მფრინავი ტაქსი ბაზარზე 2020 წლისთვის უნდა გამოჩნდეს და მას ერთდროულად 5 ადამიანის გადაყვანა შეეძლება. საინტერესოა, რომ ფრენის მანძილი 500 მილი იქნება, ხოლო სიჩქარე კი 250 მილი საათში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები