LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ აღარ განმეორდეს ის, რაც დღეს ვიხილეთ, დროა, კანონმდებლობაში რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება აისახოს: მეუფე შიო

135
მეუფე შიო

“დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება.” – “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი აფასებს.

მეუფე შიოს განცხადებით, ის რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა, ფიქრობენ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დაიწყოს ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს:

მისი თქმით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ეკლესიის სწავლებით ეხმარებიან, თუმცა ცოდვის ნორმად გამოცხადებას ვერასდროს შეეგუებიან:

“დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.

რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.

ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება.” – თქვა მეუფე შიომ.

შეგახსნებთ, დღეს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონესებული “ღირსების მარში არ ჩატარდა.

დილიდან კონტრაქციის მონაწილეები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უპირისპირდებოდნენ. მათ ასევე სცადეს ღონისძიების ავტორი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და შენობებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 20-მდე ჟურნალისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g