LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა პუტინი, მე ვიქნებოდი ცოცხალი – მავთულხლართებზე 20 ივნისის დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა

231
66277579_10155995159885728_7750536908203098112_n

რუსთაველის გამზირზე რიგით 21-ე ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა 20 ივნისის აქციის დარბევისა და თანმდევი პროტესტის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.

“რომ არა პუტინი, მე ვიქნებოდი ცოცხალი” – ამ შინაარსის ინსტალაცია მოაწყეს რუსთაველზე.

გამოფენის პარალელურად პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე კადრებიც გავა. გამოფენის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოშლიან. მათი მიზანია ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაქრეს ეს ბარიერები.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ორგანიზატორები.

„შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ლარმა გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს, ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოსვლამდე მიაღწია. ესეც ჩვენი ბრალია?! ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც წლებია აწარმოებენ და ახლა ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. სირცხვილია”- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g