“თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა, ეკლესიისკენ მოყვანა რომ დავიწყე”, – ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თავკვეთულის მონასტრის ბერი იოანე ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
“თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, ეს ადამიანი საიდან ამოვიყვანე მე. ეს მართლა ასეა, თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა ამ ადამიანს, როცა მე ეკლესიისკენ დავიწყე ამ ადამიანის მოყვანა, საიდან მოვიყვანე. არ მოგისმენიათ, ეს იმასთან შედარებით… სანამ ჩემთან მოვიდოდა და რომ დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო. ბევრად უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზიანი ჰქონდა. არ ამართლებს.
თქვენი ჟურნალისტი როგორ მოხვდა დღეს იმ მონასტერში, იცით? ფიზიკურად როგორ გადავიდ? ხიდი არის იქ გაკეთებული, წელს გაგვიკეთა ხელისუფლებამ დიდი თხოვნის შემდეგ. მდინარეზე ამ ხიდის გარეშე ვერ გადახვალ. 5 წელია ეს ბერი იქ ცხოვრობს, მარტო. ტურები, მგლები, ძროხები, რომლებიც უნგრევენ ყველაფერს… ერთხელ გველი შემოეხვია ფეხზე. 5 წელია მარტო, მშიერი ცხოვრობს, რითიც შემეძლო, ვეხმარებოდი”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან.
“ფორმულას” ინფორმაციით, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მონასტერთან უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს – ბერი სატრაპეზოს აშენებს.
ვითარების გასარკვევად და გადასაღებად ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მივიდა. ჟურნალისტებს სასულიერო პირი აგრესიით დახვდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ დასმულ კითხვაზე მან თქვა:
“კულტურული მემკვიდრეობა რას ნიშნავს, ძეგლთა დაცვაზე ამბობთ? ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან. ეს ეკლესიაა და ცოცხალი ორგანიზმია”.
შემდეგ კი ბერმა იოანემ ლუბა გიორგაძეს უშერი სიტყვებით აგინა და უყვირა.
“წადი, თქვენი დედა ვატირე. იდი ნახუი რა. ვაფშე აქ აღარ ჩამოერთრეთ.
რა გინდა, შვილო, დეგენერატი ხარ? შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, მამაძაღლი ხარ, არც მკითხე, ისე მომივარდი.
ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია?”. – უთხრა ბერმა ჟურნალისტს.