LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გავიცანი, მაშინ ოჯახი ჰყავდა“ – ლელა წურწუმიას და მამულიჩას სიყვარულის ისტორია

614
Untitled design - 2024-04-11T105615.979

მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე (მამულიჩა) ისაუბრა და გაიხსენა, როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.

„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია, რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..

რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2 000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა“. – იხსენებს ლელა.

ლელამ ასევე აღნიშნა, რომ სიმღერის ახლებურ ვერსიებზე მამულიჩასთან ბევრს კამათობს.

„ბევრს ვკამათობთ, იმიტომ რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. ნიჭიერი ადამიანია. მღერის. დედამისიც გადასარევად მღერის. შვიდსიმიან გიტარაზეც დადიოდა და უკრავდა. ყველა უცხოური სიმღერის ტექსტი იცის. ინგლისურენოვან სიმღერებს ვგულისხმობ, კარგად საუბრობ ს ინგლისურად, მე – მეგრულად.

სიმღერის ვერსიებზე ბევრს ვკამათობთ, რაღაცებში მომყვება, მაგრამ როდესაც თავისას აღწევს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და თქვა, რომ ეს მამულიკომ გააკეთა, ნახე, მამულიჩამ როგორ მოიფიქრა, ეს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ რომ ბავშვივით უხარია“, – ამბობს ლელა წურწუმია.

მომღერალი მეუღლესთან შეკამათის ისტორიას იხსენებს.

„ერთხელ საშინელ დღეში ჩავაგდე კონცერტზე, ხმის ოპერატორმა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. ცალი ყური მოვიხსენი, მერე საერთოდ არაფერი მესმოდა. ვუთხარი, გამისწორე – მეთქი და საერთოდ მომგლიჯა. ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია.. დრაკონი ვიყავი. მამულიჩა გავიდა და დიდხანს არ შემოდიოდა ოთახში, შეიძლება მომკლასო“, – იხსენებს მომღერალი.

ვიდეო: „საშინელი პროტესტი ჰქონდა, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა.. სულ ვამბობ, რომ ჩემი შვილი შეეწირა ჩემს პროფესიას“ – ლელა წურწუმიას გულახდილი საუბარი შვილთან და შეცვლილი ურთიერთობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები