LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რომ მაძლევთ სტატუსს და გიორგი სულაშვილს არა, ტეხავს – მაკო გომური

372
c7d27bf13ab1687d41a1e0f1f2724403

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული მაკო გომური დღეს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

დაზარალებულადაა ცნობილი კიდევ ორი პირი ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება თავად მაკო გომური, რომელიც წერს, რომ უსამართლობაა მათთან ერთად დაზარალებულის სტატუსი რომ არ მიანიჭეს გიორგი სულაშვილსაც. 

მაკო გომური და კიდევ 2 პირი დაზარალებულად ცნეს

20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.

“ლამის 5 თვე გავიდა.
უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან;დ
თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა,კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო,შეცვალეს ორდღეში,დაამტკიცეს კანონი,გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ;დ
რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს;დ
ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს(რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ,ეგ რა მაფიაა არ ვიცი.ტეხავს.

მადლობა ყველას აი ყველააააას,განსაკუთრებით საიას გმირებს;დ❤️

ამდენ ხნიანი ლოდინის,ტანჯვის,ტკივილის,მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.
5 თვის შემდეგ მარა მაინც.ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ.ამით არ მთავრდება ყველაფერი,პირიქით იწყება.
კი,დავიღალე,გამოვიფიტე.ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები.ჰოდა აღვიდგენ ისევ ძალებსაც.მარტო ჩემთვის არა,იმ ადამიანებისთვის,ვინც მარტივად ნებდება.
ნუ ფიქრობთ რა,ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს,არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა რომ გაწუხებს,გტკივა,ვერ ეგუები.

ძალიან გავწელე:) მიყვარხართ.
სიყვარულით მაკაკა”,-წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/maiko.gomuri/posts/2193716587595208

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g