LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ მიჭირს, შვილო, ჭინჭარიც კი მოვკრიფე და ბაზარში წამოვიღე, 8 ლარის გავყიდე, ჩემთვის ის 8 ლარიც დიდი რამეა“ – მოქალაქეები ეკონომიკურ სიდუხჭირეზე

252
page

„TV მონიტორინგი“ მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.

„TV მონიტორინგთან“ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბრობს ერთ-ერთი მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტიდან:

„ახლა ბაზარში წამოვედი, მწვანილი, ჭინჭარი მოვკრიფე. რომ მიჭირს შვილო, ჭინჭარიც კი მოვკრიფე და წამოვიღე. 8 ლარის ჭინჭარი გავყიდე, ჩემთვის ის 8 ლარიც დიდი რამეა.

ჩემი სოფლელი ბიჭი მოვიდა სახლში, ბარგი დამილაგა და ასე წამიყვანა – მოხარული ვარ, რადგან არც ფიზიკურად მაქვს თავი და საშუალება, რომ ბარგი წამოვიღო და თანხაც მინდა, ტრანსპორტს რომ გავყვე.

რა წამოვიღე?! 8 და 10 ლარის რაღაცას რომ წამოიღებ, ჩეკს აიღებ და გზის ფულად დახარჯავ, რაღა გრჩება?“, – ამბობს მოქალაქე.

 

❗️⭕️ მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტიდან: ,,ძალიან რომ მიჭირს, ჭინჭარი მოვკრიფე და ის ჩამოვიტანე გასაყიდად, რვა ლარის ვივაჭრე და ეს ჩემთვის დიდი რამეა“

Posted by TV მონიტორინგი on ორშაბათი, 27 მარტი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები