LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ ტყვია მომხვდა არ არის სიმართლე – 20 ივნისის ღამეს დაშავებული კომიდან გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდა

4698
დავით გრიგორიანი

“ის, რომ ტყვია მომხვდა არაა სიმართლე, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ტყვია ნამდვილად არ მომხვედრია. ეს იყო ხელკეტი, ბლაგვი საგანი” – ამის შესახებ პარლამენტის წინ, 20 ივნისის საპროტესტო აქციის ღამეს დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ საუბრობს.

46 წლის კაცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას სპეცრაზმელების მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა. მისი განმარტებით, აქციას გვიან ღამით შეუერთდა და სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ადამიანმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

ამის შესახებ ის “ქრონიკასთან” საუბრობს.

მიღებული დაზიანებებით გრიგორიანი კლინიკაში მოხვდა და 10 დღე კომაში გაატარა. ამჟამად ის უცხოეთში განაგრძობს მკურნალობას.

„ყველაფერი წამებში მოხდა, უცებ ვიგრძენი მძიმე საგანის დარტყმა, სისხლი დავინახე და მერე უკვე გავითიშე. პერიოდულად ვკარგავდი გონებას. ის, რომ ტყვია მომხვდა არაა სიმართლე, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ტყვია ნამდვილად არ მომხვედრია. ეს იყო ხელკეტი, ბლაგვი საგანი“, – ამბობს  დავით გრიგორიანი.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის ღამეს სპეცრაზმთან დაპირისპირებისას 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 80 პოლიციელი. თვალი დაკარგა ორმა მოქალაქემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g