LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა – ყალბი მორალიზმია ეს

182
fot

ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ, The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მსგავსი მიდგომა ყალბი მორალიზმია.

„ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა. ყალბი მორალიზმია ეს. ეს კონცერტები ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა დაფინანსებული (რაც ცუდია) და ზედ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ფულსაც ამატებენ ადამიანები. ეს არაა პარტიული ღონისძიება, ესწრება თუ არა მას რომელიმე პარტიული საძულველი პირი. ხელისუფლების დაფინანსებული პენსიაც არ უნდა აიღოს ოპოზიციონერმა და მეტროშიც ორჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ხელისუფლების მიერაა სუბსიდირებული? მაშინ არც სუბსიდირებული ღვინო უნდა დალიოს და არც თეატრებში იაროს. სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე. ამ ხელისუფლების მომხრე მწერლების წიგნებიც არ წავიკითხოთ, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის? არც ლაშა ტალახაძის გამარჯვება გაგვიხარდეს? ძალიან ბოლშევიკური მიდგომაა,“ – წერს რომან გოცირიძე.

ბლექ სი არენა: „არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია, ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, რუსეთი ოკუპანტია“

„ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა და ბოდიშს ვიხდით“ – Black Sea Arena – ზე კონცერტის შემდეგ The Killers-ი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები