LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „კონფერენცია, რომელსაც კობახიძე უნგრეთში ესწრება, ქაჯი პოლიტიკოსების შეკრებაა“

134
რომან გოცირიძე

„ეს არის ქაჯი პოლიტიკოსების შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება“, – ამ განცხადებით „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე პრემიერის უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ეს ულტრამემარჯვენეების კონფერენციაა, რომელსაც არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის მეთაური არ ესწრება.

„ვიცით სად იმყოფება ირაკლი კობახიძე, შარშან ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცემს პატივს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას – ქაჯი პოლიტიკოსების შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება.

ასევე ნახეთ

„ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი.“

ორბანმა კობახიძეს დიდი პოლიტიკური მოჭადრაკე უწოდა, დაავიწყდა, რომ მან შარშანდელ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილსაც უთხრა, რომ მაგრად თამაშობს ნარდსო – კარგი მონარდეაო. ის თუ ნარდის დიდოსტატი იყო, ეს თურმე ჭადრაკში ყოფილა სპორტის ოსტატი.

ეს, ფაქტობრივად, გაგრძელებაა „ქართული ოცნების” პუტინისტური ხაზისა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს, მაგრამ მანიპულაციისთვის იყენებენ წინასაარჩევნოდ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას – ირაკლი კობახიძე

ის, რომ თურმე გარყვნილი ევროპა ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულ იდენტობას და ა.შ ეს არის პირდაპირ ანტიდასავლური კურსის გაგრძელება შენიღბული ფორმით. ხოლო ღია ფორმით ის არის, რაც კეთდება აქ – საქართველოში და ის ინიციატივები, რასაც ახლა პარლამენტში ვხედავთ. პირველ რიგში, ამ აგენტების შესახებ “რუსული კანონის” სახით. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს შუა საუკუნეებისკენ”, – აღნიშნა გოცირიძემ.

პოპულალურები