LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ავტომობილებს აქვს ყველაზე სანდო ძრავი – სპეციალისტებმა ახალი რეიტინგი შეადგინეს

82
chechcarsligth

ანალიტიკურმა კომპანია CarMD–მ იმ საავტომობილო ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ყველაზე სანდო ძრავებს უშვებენ და ასევე ის მოდელებიც გამოავლინა, რომლებსაც აგრეგატი ყველაზე იშვიათად უზიანდება. სიის შედგენისას სპეციალისტებმა 1996 წლიდან 2020 წლამდე გამოშვებული 15,5 მილიონზე მეტი ავტომობილი შეისწავლეს.

ლიდერთა სამეულში ის ბრენდები მოხვდნენ, რომლებსაც Check engine ყველაზე იშვიათად ენთებათ. სპეციალისტემა ინდიკატორის ანთების სიხშირე და ძრავის გაუმართაობის შემთხვევები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში შეამოწმებს.

ყველაზე იშვიათად „ჩეკი“ Mitsubishi–ის ბრენდის ავტომობილებს აწუხებდათ, მეორე და მესამე ადგილი კი Mercedes-Benz–მა და Volkswagen–მა დაიკავეს. ხუთეულში მოხვდნენ ასევე Buick, რომელმაც წინა წელთან შედარებით სამი პოზიცია დაკარგა, ხოლო Ford–ის მდებარეობა კი 2019 წელთან შედარებით არ შეცვლილა და ის ისევ ხუთეულშია.

მეექვსე, მეშვიდე და მერვე ადგილებზე Mazda, BMW და GMC გამყარდნენ, თუმცა 2019 წელს ისინი სიაში საერთოდ არ ყოფილან. მეცხრე ადგილს Subaru იკავებს, ანუ ბრენდმა ერთი პოზიციით აიწია, და ბოლოს ტოპ–ათეულს Cadillac ასრულებს. Cadillac–ისთვის რეიტინგში მოხვედრა ნამდვილად წარმატებაა.

აღსანიშნავია, რომ იმ ბრენდების სიაში, რომელთა ძრავსაც რემონტი ყველაზე ნაკლებად სჭირდება Kia, Chrysler და Mazda ლიდერობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g