LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ მარშუტებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები? – კიდევ 30 ავტობუსი ჩანაცვლდა

1143
74614818-487666408485348-3364475799691329536-n

თბილისის მერმა, კახი კალაძემ ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში ავტობუსების ახალი ნაკადი წარადგინა.    ISUZU-სა და MAN-ის მარკის 30 ახალი ავტობუსი დედაქალაქის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებს:

6 ნოემბერს №5, №90, №106, №112 მარშუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს –  №1, №31, №124 მარშუტებზე. 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები №19, №57, №80, №122 მარშუტებზე იმოძრავებენ.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა თბილისის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

„დამატებითი ახალი პარტია შემოვიდა, ავტობუსების 30 ერთეული, რომელიც ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. გადანაწილებული იქნება სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მარშუტებზე. ამ 30-დან 23 არის რვა მეტრიანი ავტობუსები, 7 არის MAN-ის ათ  მეტრიანი ავტობუსები.

ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, რომ ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია და ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. მთვარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩანაცვლდეს, რათა მგზავრებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, შესაძლებლობა ჰქონდეთ კომფორტულად და სწრაფად იმგზავრონ.

პარარელურად, მეტროში დიდ  სამუშაოებს ვაწარმოებთ. ეს არის უსაფრთხოების მიზნით კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს.“- განაცხადა კახი კალაძემ.

რომელ ნომრებზე იმოძრავებს ახალი, მწვანე ავტობუსები? [ფოტოები]

შეგახსენებთ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით მიმდინარე წელს 90 ათმეტრიანი MAN-ისა და 22 რვამეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. ავტობუსების შემოსვლა თბილისში გაზაფხულიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიციორებისა და ვენტილაციის სისტემებით. ტრანსპორტში დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები და usb დამტენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g