LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ მედიკამენტებს შეიძენთ 1 ლარად – ნახეთ სია

16377
wamlebi

ექვსი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატების შეძენას სოციალური ჯგუფები 1 ლარად შეძლებენ. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის, ეპილეფსიის დროს გამოიყენება.

ვინ არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?

• პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
• მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები).
• პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;
• ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები

 

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?    

წამლები 1 ლარად - ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება.

• მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;

• ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;

• ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი IჩD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);

• რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი – სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;

• მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;

• დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.

 

მედიკამენტები, რომლებსაც 1 ლარად შეიძენთ: 

პოპულალურები