LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქართველ ჟურნალისტს მიულოცა დაბადების დღე ცნობილმა ბრაზილიელმა მსახიობმა, სუზანა ვიეირამ

12437
suzanaviera2021245

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, სუზანა ვიეირა დაბადების დღეს ქართველ ჟურნალისტს, ელენე მარგალიტაშვილს ულოცავს. ელენე „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ჟურნალისტი გახლავთ. ეს საჩუქარი მას ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, კინოს რუბრიკის წამყვანმა, ბექა მაისურაძემ გაუკეთა. როგორც ბექა წერს:

„აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება მივულოცო დაბადების დღე ჩემ სუპერგმირ მეგობარს, ელენეს. მილიონი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ ყველა უფასურია იმასთან შედარებით, რასაც ელენე წარმოადგენს ჩემთვის. საკმარის სიტყვებს მე ვერ ვპოულობ, მაგრამ აი, მოვახერხე და სუზანა ვიეირას მოვალოცინე შენთვის დაბადების დღე, თანაც სიმღერით ❤

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, მადლობაა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ, ჩემო პატრონუსო! ❤

მიყვარხარ“.

ელენესთვის ეს ამბავი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგან სუზანა მისი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია ბავშვობიდან და ბექასთვის მადლობის სიტყვები არ დაიშურა.

თავად სუზანა კი ქართველ ჟურნალისტს დაბადების დღეს ძალიან თბილი სიტყვებით ულოცავს და იმედოვნებს, რომ მას საქართველოში შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g