სირია და ლიბია იმ ქვეყნების ხუთეულში არიან, რომელიც 2024 წელს სამოგზაუროდ ყველაზე საშიში იქნება. საინტერესო რეიტინგს რისკების შეფასების ფირმა International SOS ავრცელებს.
ტურისტებს არ ურჩევენ ასევე სამხრეთ სუდანის, ავღანეთის და სომალის მონახულებასაც. ამასთან, სამხრეთ სუდანი, რომელიც ანტირეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, განსაკუთრებით საშიშ ქვეყნად ფასდება. კვლევის ავტორთა აზრით, დასახლებაში ძალიან დიდი რისკია – „შეიარაღებულ დაჯგუფებათა ძალადობრივი თავდასხმის მოგზაურებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე.“
International SOS-ში ასევე გაამხილეს 2024 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაც. მშვიდად მოგზაურობა შეგიძლიათ ისეთ ადგილებში, როგორიცაა – ისლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, შვეიცარია და დანია.
ისლანდიამ პირველი ადგილი ძალადობრივი დანაშაულის დაბალი მაჩვენებლის დამსახურებით დაიკავა. ქვეყანაში თითქმის არ არის პოლიტიკური ძალადობა და ნაკლებად ფიქსირდება უცხოელთა მიმართ რასობრივი თუ რელიგიური დანაშაული.