ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი გვიზიარებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც 2026 წელს ფინანსური კეთილდღეობა ელოდებათ.
„ვის ელის მილიონი 2026 წელს
2026 წლის 30 ივნისიდან 30 ივლისამდე ცაზე უკვე გახსნილია
„მილიონერის პორტალი“.
ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ:
გააფართოვოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები;
გაააქტიუროთ სიუხვის ენერგია;
მოიზიდოთ ფული და ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში.
დაწერეთ კომენტარებში:
„მე ვარ ფულის მაგნიტი 2026 წელს“
ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად?
და რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში, რომ იღბლის ტალღა დაიჭიროთ?
დღეს გაგაცნობთ TOP 5 იღბლიან ზოდიაქოს ნიშანს.
ლომები — თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ.
გამოაჩინეთ საკუთარი თავი და სამყარო ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
ვერძები — ფული და წარმატება შეიძლება მოვიდეს შემოქმედების, სიყვარულის, ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების ან ბიზნესის გზით. გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი „მე“.
ტყუპები — ფული და იღბალი შეიძლება მოვიდეს ახლო გარემოცვის, სწავლის, ახალი ცოდნის ან მოგზაურობის საშუალებით. მეტი კომუნიკაცია და განვითარება მოგიტანთ შედეგს.
სასწორები — ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას მეგობრების, ნაცნობების და სოციალური ქსელების საშუალებით. იყავით აქტიური და მეტი იურთიერთეთ.
მშვილდოსნები — წარმატება შეიძლება მოვიდეს განათლების, უცხოეთის, ახალი მიმართულებებისა და მასშტაბური მიზნების გზით. იფიქრეთ ფართოდ და იმოქმედეთ თამამად.
გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი მიზნების გასაძლიერებლად, ახალი გეგმების დასაწყებად და სიუხვის ენერგიასთან ჰარმონიაში შესასვლელად“, – წერს თამარ იოსელიანი.
„ივლისის ამ დღეებში სჯობს სესხი არ აიღოთ“ – ეზოთერიკოსი მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს
„ზოდიაქოს ეს ნიშნები იღბლის ნამდვილი ფავორიტები არიან“ – რა ინფორმაციას გვიზიარებს ეზოთერიკოსი
