LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი მოისურვებს ფულის დაბანდებას საქართველოში, როცა აღვირახსნილი ბრბო დათარეშობს ქუჩებში – ბიზნესი

62
ipiccy-image

ბიზნესსექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ამჯერად, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ ასეთ პირობებში ინვესტორი საქართველოში ფულს არ ჩადებს.

„აბა, ახლა მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი მოისურვებს ფულის დაბანდებას საქართველოში, როცა ხედავს, რომ აღვირახსნილი ბრბო დათარეშობს ქუჩებში და მთავრობა არა სათანადო რეაგირებას ახდენს ამაზე. პირიქით, თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით ნებსით თუ უნებლიეთ, კიდევ უფრო ახალისებს მოძალადე ჯგუფებს. ყოველივე ამის შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ინვესტიციები არ შემოვა, რაც არ უნდა მაღალი დონის უცხოელი ექპერტები დაიქირავოს მთავრობამ. SOS!!!“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g