ხშირად წარმატებული მამაკაცები, რომლებსაც ნებისმიერი ქალის გვერდით შეუძლიათ ყოფნა, ცხოვრების თანამგზავრად საკუთარ მდივნებს, ასისტენტებს, თანაშემწეებს ირჩევენ. ამის მიზეზი კი მარტივია: ასისტენტებმა კარგად იციან მათი გრაფიკი, ვის უნდა შეხვდნენ, როდის და სად, ისინი ყოველთვის ემორჩილებინ უფროსს, ისიც კი იციან რაზე აქვთ ალერგია. თანაშემწე მამაკაცებისთვის ხშირად ქვეცნობიერად ყველაზე ძვირფას ქალებთან დედასთან ან ქალიშვილთან ასოცირდება: როცა მას ჭირდება ეხმარებიან, რჩევებს აძლევენ და საქმის გარდა მორალურადაც უდგანან გვერდში. ამ ცნობილ მამაკაცებზეც ალბათ ამ ფაქტორებმა იმოქმედეს.
ალექსეი ტოლსტოი და ლუდმილა ბარშევა

52 წლის ასაკში რუსმა მწერალმა ალექსეი ტოლსტოიმ, ცხოვრების თანამზგავრად 29 წლის მომხიბვლელი მდივანი გოგონა ლუდმილა ბარშევა აირჩია. მწერლისთვის ის მეოთხე ცოლი იყო. მან გოგონას ცოლობა ოფიციალური წერილით სთხოვა.
მაიკლ ჯექსონი და დები როუ
პროგრესული ვიტილიგოს გამო (ეს არის დაავადება, რომელიც კანის ნაწილების დეპიგმენტაციას იწვევს) მაიკლ ჯექსონი რეგულარული სტუმარი იყო დერმატოლოგის ოფისში. დები როუ კი მაიკლის დერმატოლოგის ასისტენტი იყო და მას 80-იანი წლების შუა პერიოდიდან იცნობდა. ლეგენდარულ მომღერალს და დები როუს ორი საერთო შვილი ჰყავთ.

ლუჩანო პავაროტი და ნიკოლეტა მანტოვანი
2003 წლის დეკემბერში ლეგენდარული ტენორი მის პირად ასისტენტზე, ქერა ნიკოლეტა მანტოვანზე დაქორწინდა. ლუჩანომ ნიკოლეტას დახმარებით 25 კილოგრამი დაიკლო. სამწუხაროდ, მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, 2007 წელს, ლეგენდარული ტენორის მეუღლე მისი ქვრივი გახდა.

კიმ ჩენ ირი და კიმ ოკი
2004 წელს, “საყვარელი ლიდერის” მესამე ცოლი და ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის დედა გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, კიმ ჩენ ირი თავის მდივანზე კიმ ოკზე დაქორწინდა. ახალდაქორწინებულთა შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელს იყო. ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, კიმ ოკის ყველა ახლობელი თანამდებობებიდან მოხსნეს, ხოლო თავად მისი ბედი და ადგილსამყოფელი უცნობია.

თომას ჰარდი და ფლორენს დაგდეილი
თომას ჰარდი ავტორია რომანების “შეშლილი ბრბოსაგან შორს” და “ტეს დ’ერბერვილი”. მან ფლორენსი მაშინ გაიცნო, როდესაც გოგონა მხოლოდ 26 წლის იყო, თვითონ კი 65-ის. გოგონა მწერლის მდივნად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჰარდის მეუღლე გარდაიცვალა, მისი ცოლის ფუნქციაც შეითვისა.

ბილ გეითსი და მელინდა ფრენჩი
გეიტსი მელინდ ფრენჩს, პირველად Microsoft-ის დერეფანში შეხვდა, გოგონა მალე გეითსის ასისტენტი და შეუცვლელი მრჩეველი გახდა, 1994 წელს კი ცოლად შეირთო. სპეციალურად ამ მოვლენისთვის მილიონერმა ჰავაის კუნძულები დაიქირავა.

რობერტ მუგაბე და გრეის მარუფუ

ზიმბაბვეს მეფის, რობერტ მუგაბეს ყურადღება მისმა მდივანმა, გრეის მარუფუმ მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ მუგაბე ამ დროს ოფიციალურ ქორწინებში იმყოფებოდა, გოგონამ მას ორი შვილი გაუჩინა. მას შემდეგ, რაც მეფეს მეუღლე გარდაეცვალა, მდივანზე დაქორწინდა და მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
