როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რა შეცდომებს უშვებენ დამწვრობის დროს პაციენტები? – ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქირურგმა, გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა.
მან ის ნივთიერებები და პროდუქტები ჩამოთვალა, რაც აკრძალულია დამწვრობის სამკურნალოდ სახლის პირობებში:
„საჭმელი სოდის მოყრა დამწვარ ქსოვილზე, კიდევ უფრო ამწვავებს დამწვრობას და აღრმავებს დაზიანებას, სამწუხაროა, მაგრამ საჭმელ სოდას იყენებენ ხოლმე პირველადი დახმარებისას, ასეთ პირველად დახმარებას სჯობს საერთოდ არ ჩაუტაროს არანაირი დახმარება. ხშირია არყის დასხმაც დამწვრობაზე, რაც პაციენტის ტანჯვასთან არის დაკავშირებული. ასევე ე.წ-ლი მარგანცოვკის ხსნარი, რომელიც კიდევ უფრო დიდ დამწვრობას იწვევს. ასევე იყენებენ მაწონს, იოგურტს, ბოსტნეულის ნათალს, საკვებ ზეთს და მანქანის ზეთსაც კი, რაც არ შეიძლება“, – ამბობს ქაშიბაძე.
❓🙅რომელი ხსნარები და პროდუქტები არ უნდა გამოვიყენოთ დამწვრობის სამკურნალოდ❓🙅 რომელი ხსნარები და პროდუქტები არ უნდა გამოვიყენოთ დამწვრობის სამკურნალოდ სახლის პირობებში !
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on პარასკევი, 23 მაისი, 2025