LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი კომპანია ყიდის ყველაზე მეტ ავტომობილს

124
რომელი კომპანია ყიდის ყველაზე მეტ ავტომობილს

Toyota მსოფლიო ავტო ბაზარზე ლიდერობას არ კარგავს. ბოლო ანგარიშების მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში იაპონურმა კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5,16 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოასწრო. ამ გზით, Toyota მსოფლიო ლიდერი უკვე მეხუთედ გახდა.

მეორე ადგილზეა Volkswagen და მისი მაჩვენებელი 4,35 მილიონი მანქანაა. ამასთან, Toyota-საც და Volkswagen-საც გაყიდვების ვარდნა უფიქსირდებოდათ.

სხვადასხვა ტექნიკური თუ არა ტექნიკური პრობლემების გამო Toyota-ს გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 9,8%-ით შემცირდა და 2023 წელთან შედარებით 5,07 მილიონ მანქანამდე დავიდა. გაყიდვები შიდა ბაზარზე 32%-ით დაეცა – 823 595 ავტომობილამდე, მსოფლიო ბაზარზე კი – 4,7%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

თუმცა, თუკი მხოლოდ ექსპორტს დავაკვირდებით, ის 3,1%-ით გაიზარდა და რეკორდულ 4,34 მილიონ ერთეულს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები