,,ვოისის” ლაივკონცერტები სალომე კორკოტაშვილის გუნდმა გახსნა. სამმა კონკურსანტმა სიმღერები წარმოადგინა და მაყურებლისა და მენტორების გულის მოგებას შეეცადა.
სალომე კორკოტაშვილის გუნდიდან ,,ვოისის” ნახევარფინალში ლიზი გოზალიშვილი გადავიდა. ის სალიოს სამეულიდან მაყურებელმა შეარჩია. მან ნიკოლოზ რაჭველის სიმღერა “მზეო” შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და სიმღერის ავტორიც აღაფრთოვანა და მენტორიც.
მეორე კონკურსანტი თავად სალიომ შეარჩია. სალომე თათარაშვილი, რომელმაც სიმღერა Cruisin‘ შეასრულა, სალიოს გუნდიდან მეორე ნახევარფინალისტი გახდა.
სანდრო ლაშხმა, სამწუხაროდ, პროექტი დატოვა.