LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ყველაზე მეტი თანხა დეკემბერში – გზავნილების ძირითადი წყარო რუსეთია

147
ფული

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 133.2 პროცენტით მოიმატა და 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5 პროცენტით 33.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები დეკემბერში კვლავ მაღალი იყო და 317 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რვაჯერ მეტია. დეკემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 206.4 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 3.7-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია ასევე სომხეთიდან 231.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც, ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით, 20.0 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს დეკემბერში რუსეთი (60.7%), ევროკავშირის ქვეყნები (18.4%) და აშშ (5.5%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა".

უწყების თანახმად, 2022 დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7282-დან 2.6875-მდე, ანუ 1.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.7786-დან 2.8428-მდე, ანუ 2.3%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7020 და 2.8844 შეადგინა. დეკემბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.7177, ხოლო მინიმალურმა 2.6646 შეადგინა.

„დეკემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი.

"რადგან გაურკვევლობა ისევ დიდია და ინფლაციაზე მოლოდინები ისევ არსებობს, ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს" - სოსო ბერიკაშვილი

"მათ, ვისაც ახლა სესხი აქვთ, ნიშნავს, რომ არ გაუიაფდებათ სესხი ამ ეტაპზე, თუმცა მოლოდინი არსებობს რომ გაიაფდება".

როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, დეკემბერში დოლართან მიმართებით შესამჩნევია ევროს გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა ლარს და სომხურ დრამს; თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, რუსული რუბლი შესამჩნევად გაუფასურებულია, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. დეკემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 15.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 24.9%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და რუსეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – ევროზონაში, სომხეთსა და აშშ-ში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები