LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია აჩიკო მეფარიძის ამოჩემებული სიმღერა – მომღერალი ,,არ დაიდარდოს” ,,მხიარული დილის’’ სტუმარია

169
achikomefaridze

რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ მომღერალი აჩიკო მეფარიძე სტუმრობდა.

როგორ დაიწყო დღევანდელი დილა?

დღევანდელი დილა ძალიან კარგ ხასიათზე დავიწყე. უბრალოდ, შიმშილის გრძნობა მაქვს და ძალიან მინდა შემწვარი ღვიძლი, რომელიც დიდი ხანია არ მიჭამია.

თავად ამზადებთ კერძებს?

ჩემთან დადის მზარეული, რომელიც კვირაში ერთხელ მიკეთებს საჭმელებს.

რა არის საიდუმლო იმისა, რომ მუდმივად კარგ ფორმაში ხართ?

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული რეცეპტი ან წესი არ მაქვს. მხოლოდ ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი. 80-90% საკვებიდან უნდა იყოს მცენარე, მაგრამ ხანდახან აი მეც მომინდება ხოლმე ღვიძლი. (იცინის)

როგორია აჩი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან?

ძალიან მხიარული, პოზიტიური. სხვათა შორის ერთნაირი ვარ მეგობრებთანაც და ოჯახის წევრებთანაც.

სიმღერა, რომელსაც ხშირად ღიღინებთ?

სულ სხვადასხვას ვღიღინებ. შეიძლება, ბავშვობიდან გამახსენდეს, მაგალითად, ,,ტოროლა მაღლა ღრუბლებში, წიავ წიავით დაფრინავ’’… არ მახსოვს კარგად, მაგრამ ასე ავიჩემებ ხოლმე. ხან ჯექსონი ან სტივ ვანდერის სიმღერებს, გააჩნია განწყობას.

თვისება, რომელიც ადამიანებში არ მოგწონთ?

ეს არის სიცრუე. ასევე, შურიანი ადამიანები არ მიყვარს.

სამყაროში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ძალიან მაწუხებს, ბოლო დროს გავრცელებული ნეგატივი. კორონა ხომ ხელოვნურია და ვიღაცამ ვინც, ეს ვირუსი შექმნა, იმისთვის გააკეთეს, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეამცირონ. ეს მე ძალიან მაწუხებს. სიძულვილის და ბოროტების მომძლავრებაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი პატრიარქი გვყავს, ეკლესიურები ვართ და რწმენის მიმართ დიდი სიყვარული გვაქვს, ჩვენ მაინც უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას. მეტი სიყვარული და დანდობა უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის. ძალიან მაწუხებს შური, სიძულვილი, ხალხის გაყოფა.

რომ არ იყოთ აჩიკო მეფარიძე, როგორ დაახასიათებდით მას სხვისი თვალით?

ცოტა რთულია გვერდიდან საკუთარი თავის დახასიათება, მაგრამ ვიტყოდი, რომ პირდაპირი ვარ, კეთილი, მაქსიმალისტი, ცოტა რადიკალური, ვგულისხმობ, როცა რაღაცის გაკეთება მინდა, აუცილებლად უნდა გავაკეთო. ეს უნდა იყოს სასიკეთო და სწრაფად, რომ დამჭირდეს დიდი ძალისხმევა მაინც მივაღწევ.

თქვენზე სერიალს ან ფილმს რომ იღებდნენ, რას დაარქმევდით?

,,ერთი კაცის ამბავი’’.

რას უსურვებთ მსმენელს და ზოგადად საზოგადოებას?

მსმენელსაც, თქვენც და თქვენს არაჩვეულებრივ ხელმძღვანელობას თბილს და მზრუნველს ყველას გისურვებთ დიდ სიყვარულს, მიმტევებლობას, ერთმანეთის მოფერებას და კარგ ეთერს გისურვებთ ყოველდღე.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g