LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია დედა და რომელი შვილი? – ორნელა მუტის ქალიშვილი დედას 70 წლის იუბილეს ულოცავს

213
page

იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის 70 წელი შეუსრულდა. იუბილე განსაკუთრებით ემოციურად მიულოცა მას ქალიშვილმა, ნაიკე რიველიმ. მან „ინსტაგრამზე“ დედასთან გადაღებული საარქივო ფოტოების კოლაჟი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დედა-შვილი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

„70 წელი… რამდენი ცხოვრებისეული მოვლენა გადავიტანეთ ერთად, რამდენი რჩევა მომეცი, რამდენი სიბრძნე მასწავლე. წინ კიდევ უამრავი რამ გველის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის დედა“, – წერს 50 წლის ნაიკე.

ცნობისთვის, ორნელა მუტი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს.

ვიდეო: „თავადაც ბავშვი ვიყავი და ორსულობის შესახებ, რომ გავიგე ძალიან დავიზაფრე…“ – რას ჰყვება ორნელა მუტი

ვიდეო: „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ „ჭირვეულის მორჯულება“ ასეთ პოპულარობას მომიტანდა, თავიდან შემეშინდა კიდეც“ – ორნელა მუტი

ვიდეო: რა პოლიტიკური კითხვა დაუსვა ნოე სულაბერიძემ ორნელა მუტის – ქართველი ტელეწამყვანის ინტერვიუ ლეგენდარულ იტალიელ მსახიობთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები