LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორნელა მუტი რუსულს სწავლობს და მოსკოვში სპექტაკლისთვის ემზადება – რას ყვება 68 წლის მსახიობი

202
page

27 ნოემბერს, მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში სპექტაკლის „ბეთჰოვენი – გენიოსის გმირული ცხოვრება“ პრემიერაა დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, მასში მთავარ როლს იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი ასრულებს.

როგორც ირკვევა, 68 წლის მსახიობი ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით აქტიურად სწავლობს რუსულს და მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადება.

ცნობისთვის, მსახიობს რუსეთთან ბევრი რამ აქვს საერთო. მისი ბებია და ბაბუა პეტერბურგში ცხოვრობდნენ.

„ისინი რუსები იყვნენ, პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მეფის ექიმი იყო. ბებიაჩემი კი პიანისტი“, – აცხადებს მსახიობი.

68 წლის ორნელა მუტი არ იცვლება! – მსახიობის უახლესი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამიდან“

66 წლის ორნელა მუტის შოკისმომგვრელი ვიზუალი – მსახიობი ვიდეოს ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები