LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ევროპის საუკეთესო დანიშნულება 2023 წელს?

143
thumb_1024x663_1-warsaw-shutterstock-copyright-lukasz-szwaj-resize-1-logo-11zon

„ევროპის საუკეთესო დანიშნულების“ კონკურსმა 2023 წლის ფინალისტები დაასახელა და გლობალური ხმის მიცემის შედეგებიც გაასაჯაროვა.
ახლა, როცა ევროპაში ტურიზმი პანდემიის შემდგომ გამოცოცხლებას აგრძელებს, გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობაც რეკორდული აღმოჩნდა. პირველი ადგილი პოლონეთის დედაქალაქმა, ვარშავამ დაიკავა და მან 142 081 ხმა მიიღო.
მთლიანობაში კონკურსში 178 ქვეყნის წარმომადგენელი 686 244 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ეს კი წინა წელთან შედარებით 140 ათასი ხმით მეტია.

ვარშავა არის ადგილი, რომელსაც წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ

ექსპერტთა შეფასებით პოლონეთის დედაქალაქი ამერიკელთა, ირლანდიელთა, ბრიტანელთა, ავსტრიელ და ავსტრალიელ ტურისტთა რჩეული დანიშნულებაა. ხმათა 52% ქალაქმა ევროპის კონტინენტს მიღმა მდებარე ქვეყნებიდან მიიღო.
ვარშავაში ვიზიტორებს მისი ისტორიის, კულტურის და იუნესკოს სიაში მდებარე ადგილების გარდა, სიმშვიდე და უსაფრთხოებაც ხიბლავთ. ოფიციალური მონაცემებით ვარშავა სამჯერ უფრო უსაფრთხო ადგილია ვიდრე პარიზი და ორჯერ უფრო უსაფრთხო – ვიდრე რომი.
უსაფრთხოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პოლონეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. ამ მოვლენების შემდეგ ვარშავის პოპულაცია 15%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები