LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია გართობისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქი

136
Best-Party-Cities-in-Europe-768x

ევროპის ყველაზე მხიარული ქალაქი – პორტოა, ამბობენ მოგზაურთა პორტალის TripAdvisor-ის ექსპერტები. ასეთი დასკვნის გაკეთებამდე მათ გააანალიზეს თითოეულ ლოკაციაზე ღამის დაწესებულებების რაოდენობა, საშუალო ჩეკი და ლუდის საშუალო ღირებულება, ასევე ერთი ბოთლი ღვინის ფასიც. ახალი რეიტინგის შესახებ Ni Travel წერს.

პირველ ადგილზე პორტუ გავიდა, სადაც ლუდი ორ ევროზე ცოტა მეტი ღირს, ბოთლი ღვინის ღირებულება კი დაახლოებით 4 ევროა.

მეორე პოზიციას პრაღა იკავებს, მესამეა – ლისაბონი. მეოთხე ადგილზე – ბრატისლავა, მეხუთეზე კი – ბარსელონა გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გართობისთვის საუკეთესო ქალაქების ათეულში მოხვდა ასევე ალიკანტე, სოფია, ბუდაპეშტი, კრაკოვი და სევილია. მოდური ბერლინი მხოლოდ მე-18 ადგილს დასჯერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები