მადამ ტიუსოს მუზეუმს, მერაია ქერის ახალი ცვილის ფიგურა შეემატა. ექსპონატი ნიუ-იორკის დარბაზში განთავსდა და მის წარდგენას, თავად საკულტო არტისტი დაესწრო. ის ცერემონიაზე შვილების, მოროკოსა და მონროს თანხლებით მივიდა.
დუბლიკატის შექმნის ინსპირაციად, მუსიკოსის ის ვიზუალი იქცა, რომლითაც ,,შობის დედოფალი” 2020 წელს, Apple TV+-ის სადღესასწაულო შოუს – Mariah Carey’s Magical Christmas Special პოსტერზეა აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის კლონმა საზოგადოება აღაფრთოვანა. ინტერნეტში წერენ, რომ ნამუშევარი მომღერალს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს, მერია ქერიმ საშობაო სეზონი ოფიციალურად გახსნა.