LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საუკეთესო ქალაქი ველოსიპედისტებისთვის?

161
thumb_1024x663_helsinborg

ველოსიპედისტთა ევროპულმა ფედერაციამ კონკურსის Velo-city 2023-ის გამარჯვებულები გამოავლინა. წელს ველოსიპედისტთათვის საუკეთესო ქალაქი შვედური ჰელსინბორგი გახდა. კარგი შედეგები დააფიქსირეს ოსლომ (ნორვეგია), ესენმა და ჰეიდელბერგმა (ორივე გერმანიაშია), წერს The Mayor.

ოსლო უსაფრთხო საგზაო მოძრაობისთვის გამოარჩიეს: თუკი 2014 წელს ველოსიპედით გადაადგილებისას თავს უსაფრთხოდ მოსახლეობის 9% მიიჩნევდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 31%-მდეა გაზრდილი. ქალაქში სიჩქარის რეჟიმიც მოქმედებს, დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრია.

ჰეიდელბერგმა ჯილდო ველოსიპედთა მოძრაობის გაუმჯობესებისთვის მიიღო. მხოლოდ 2022 წელს ქალაქში ველოსიპედისტთა რიცხვი 17%-ით გაიზარდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ველოსიპედის შეძენისთვის სუბსიდიებიც აქვს გამოყოფილი და ველომარშრუტების შედგენის პროგრამაც მოქმედებს.

ჰელსინგბორგმა ჯილდო საუკეთესო ველოინფრასტრუქტურისთვის დაიმსახურა.

დაბოლოს, ესენი აფინანსებს ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ველოსპორტის პოპულარიზაციას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები