LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე მომგებიანი ბიზნესი საქართველოში?

3096

ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს, იგივე „ბიას“ბიზნეს კატალოგში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1125 მსხვილი ფუნქციონირებადი კომპანია.

უმრავლესობა 78,5% განაწილებულია შემდეგ ტოპ დარგებში: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება, ამ დარგში ფუნქციონირებს მსხვილი კომპანიების–27,6% ,კვების პროდუქტები–22,2% ,მედიცინა, სილამაზე და სპორტი–10,4% ,სოფლის მეურნეობა–9,6%, ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული–8,7% მსხვილი კომპანია.

ბრუნვის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 500 მლნ და მეტი იმ კომპანიებს აქვთ, რომლებიც საქმიანობენ ფინანსების, ავტობიზნესის, ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულის დარგში.

ამ კომპანიების წილი ზოგადად მსხვილ კომპანიებში შეადგენს 1,4 %–ს.  კომპანიებში, რომელთა ბრუნვა 100–500 მლნ ლარამდე დიაპაზონშია ყველაზე მეტი  საქმიანობს ენერგეტიკის დარგში, მას მოსდევს ფინანსები და კვების პროდუქტები. წლიური ბრუნვა დიაპაზონით 25-100 მლნ ლარი კომპანიათა რაოდენობით ლიდერი დარგია სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება.

ყველაზე მეტი კომპანია რეგისტრირებულია 5-25 მლნ ლარის–ის დიაპაზონში. აქ ლიდერი დარგებია: სამშენებლო, სადაც მსხვილი კომპანიების 20.9% ფუნქციონირებს;  მას მოსდევს კვების პროდუქტები–16.5%–ით, მედიცინა, სილამაზე და სპორტი–7.6%,  საოფისე და საოჯახო საქონელი– 6.8%, ტრანსპორტი და გადაზიდვები–5,1%. შედარებით მცირე წილი აქვს ტანსაცმლისა და აქსესუარების დარგს– 2,7 %.

მსხვილი კომპანიების ნახევარზე მეტი, 51,1 % ახორციელებს იმპორტს, ჯამში 575 მსხვილი იმპორტიორი კომპანიაა რეგისტრირებული ბიზნეს კატალოგში. ძირითადი დარგები, სადაც მსხვილი კომპანიები იმპორტს ახორციელებენ არის სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება-183,  კვების პროდუქტები–176, საოფისე და საოჯახო საქონელი–94, მედიცინა, სილამაზე, სპორტი–86.

ექსპორტს მსხვილი კომპანიების მხოლოდ 15,1% ახორციელებს, სულ 170 მსხვილი ექსპორტიორი კომპანიაა რეგისტრირებული ბიზზნეს კატალოგში. ძირითადი დარგები, რომელთაც პროდუქცია ქვეყნის გარეთ გააქვთ შემდეგია: კვების პროდუქტები 39,4%,

სოფლის მეურნეობა 4,2%, სამშენებლოპროდუქცია, მშენებლობადაუძრავიქონება 3,2% და მედიცინა, სილამაზე, სპორტი 1,8 %.

ბოლო 6 წლის სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს კატალოგში ყველაზე მეტი მსხვილი კომპანია რეგისტრირებულია 2011 წელს, 131 კომპანია. 2012 წლიდან რეგისტრირებული  მსხვილი კომპანიების რაოდენობაში კლების ტენდენცია შეინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები