LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელიღაც ექიმს უთქვამს ვიფიცები სანამ მიშას არ გადაიყვანენო – ეს არის სისასტიკე და არანაირად არ ეხმარება არც სააკაშვილს და არც ქვეყანას: ელენე ხოშტარია

855
ელენე ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მე-6 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ექიმზე წერს, რომელიც მისი ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაიფიცა.

„რომელიღაც ექიმს უთქვამს ვიფიცები სანამ მიშას არ გადაიყვანენო. ანუ სხვების ჯანმრთელობას ვაგდებ საფრთხეშიო. ეს არის კატასტროფა, არათანმიმდევრულობა, სისასტიკე და არანაირად არ ეხმარება არც სააკაშვილს და არც ქვეყანას.

როგორც თავად მოშიმშილეს მაქვს უფლება გთხოვოთ, ასეთ რამეებს ნუ აკეთებთ და როგორც მინიმუმ საერთო ძალისხმევას მაინც ნუ აფუჭებთ,“ – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g